„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. „ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების …
Tag Archives: გარე დაკვირვება
რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება
ონლაინ გარედაკვირვებაზე მასწავლებელთა რეგისტრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. რა მოეთხოვება ონლაინ გარედაკვირვების დროს მასწავლებელს და აისახება თუ არა მასწავლებლის შეფასებაში ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული ხარვეზები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით, ონლან გარედაკვირვების რუბრიკა უკვე შექმნილია. როდის შეეძლებათ პედაგოგებს გარედაკვირვების გავლა? ონლაინ გარედაკვირვების …
Continue reading “რა მოეთხოვებათ პედაგოგებს – ონლაინ გარედაკვირვებაზე რეგისტრაცია იწყება”
რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე
გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი …
Continue reading “რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე”
ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებმაც უარყოფითი შეფასება მიიღეს გარე დაკვირვებაში და სურვილი აქვთ ხელმეორედ გაიარონ ის, ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს. ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია არის უფასო, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს …
Continue reading “ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის”
გარე დაკვირვების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება
იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ გარე დაკვირვების პროგრამაში. ამ პროგრამის გავლა, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში გვითხრეს, არ არის სავალდებულო, თუმცა არის შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლებისთვის, რომ მოიპოვონ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის …
Continue reading “გარე დაკვირვების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება”