„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. 2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა. „თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია …

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში

დაახლოებით ორი თვეა, რაც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილზე გარეგანათება არ მუშაობს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური გახდა უამინდობის დროს, როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში გარეგანათებების დაზიანებული ნათურებისა თუ სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ლერმონტოვის ქუჩაზე განათება, უცნობია. საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

ქედის 38 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება

ქედის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში  გარე განათების მოსაწყობად  187 284 ლარს დახარჯავს. გარე განათება ქედის 38  სოფელში, 58 ადგილზე მოეწყობა. მთლიანობაში, სოფლებისა და უბნების ცენტრებში  დამონტაჟდება 339 განათების ბოძი. გარე განათება დამონტაჟდება ქედის შემდეგ სოფლებში: სილიბაურში, სიხალიძეებში, ჭალათში, ინაშარიძეებში, მერისში, გარეტყეში, გუნდაურში, ნამონასტრევში, ვარჯანისში, აბუქეთაში, წონიარისში, გეგელიძეებში, გობრონეთში, ახოში, ცხმორისში, ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ხარაულაში, შევაბურში, ცხემნაში, …

ფიროსმანის სკვერში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის …

გარე განათების სარემონტო სამუშაოები ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქში გარე განათების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „დღეს, 15 იანვარს, დილიდან ჯგუფი მუშაობს რუსთაველის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ენგელსის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. სამუშაოები შუადღემდე დასრულდება და დღის მეორე ნახევარში ენგელსიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში გაგრძელდება. ქუჩის განათების სისტემის სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში. 2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბათუმის ბიუჯეტში …

Exit mobile version