ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც …

„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

„მოვიდა და მითხრა, ამ კაცს ვეძებო, წადი და ხვალ მოძებნე, ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი. მერე ხელკავი გავუკეთე და მისი გაბრუნება ვცადე. ამ დროს ვიგრძენი, რომ კოსტუმს შიგნიდან რაღაც ჰქონდა ჯიბეში, მკვრივი საგანი, გვერდზე გავიწიე, მოვტრიალდი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, მე ამ დროს ალექსანდრეს [სტატიაში სახელები შეცვლილია] შევხედე და გასროლის ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე – …

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. „დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“. პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება …

ჰოსპიტალი: დაჭრილი ქალი რეანიმაციაშია და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დღეს, 27 მაისს, დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ. ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილ ქალი ორი შვილის დედაა. დანაშაულის ადგილზე …

Exit mobile version