გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, ტრადიციულად, შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. კვირეულის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად სხალთის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქაღალდისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნები გადასცეს და პირობაც დადეს, რომ უზრუნველყოფენ შეგროვებული დახარისხებული ნარჩენების გატანასა და შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში …
Tag Archives: განახლებადი ენერგია
ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს. პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი …
Continue reading “ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს “
ზეინაბის საკონდიტრო და ამილონას ესთეტიკური ცენტრი ხულოში – ვინ უწყობს ხელს მეწარმე ქალებს
„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ – წერდა დაახლოებით 100 წლის წინ ვირჯინია ვულფი. წერა ამ შემთხვევაში ნომინალურია. ქალებს საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად სჭირდებათ პირადი სივრცე და სახსრები. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოგრაფიული მოცემულობა რთულია. ამ სტატიაში 2 ქალს გაგაცნობთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ისეთი საქმეების წამოწყება, რაც მანამდე …
„შუახევი ჰესი“ – დამოუკიდებელ საქართველოში აგებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტი 5 წლისაა
187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ენერგოობიექტია. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ჯამში ქვეყნის გენერაციაში 4-5% შეადგენს. ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. „შუახევის ჰესმა“ ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ სადგურმა 200 გიგავატი საათში ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2023 …
მდგრადი მომავლის დაფინანსების ძიებაში – რა თემები განიხილეს ბათუმში გამართულ ფორუმზე
27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების …
“არ გადააგდო, გადააკეთე” – მოსწავლეებმა მაღალმთიანი აჭარიდან გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს
5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. გაეროს თანახმად, წელს ამ დღის ფოკუსში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რაც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას თაობაში, რომელიც უკვე ხვალ წარმართავს რეგიონების განვითარებას და იზრუნებს მასზე. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ გარემოს დაცვის თემაზე მეორეული ნივთებისა …