სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა

რამდენიმე წუთის წინ  განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განცხადება გააკეთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების თაობაზე. მისი თქმით,  კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო,  განმეორებით კენჭისყრაზე გავა. ზედგინიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გავა  გამოცდების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა დასძინა რომ მისი ხელმეორედ გატანა კენჭისყრაზე, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება. „პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული …

სამინისტრო: ატესტატი მომავალ წელსაც ნიშნების საფუძველზე გაიცემა

„დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 23 აპრილს, პარლამენტში მორიგი გამოსვლის დროს. მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და განმარტება ითხოვა გამოცდების ფორმატსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება სკოლას შეუძლია, თუმცა ამ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მოსწავლე ატესტატს. სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს …

მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდების განრიგი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე-11 კლასის მოსწავლეების სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი ცნობილია:  გეოგრაფია – 12 ივნისი;  ბიოლოგია – 13 ივნისი;  ფიზიკა – 14 ივნისი;  ქიმია – 15 ივნისი. 2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან …

უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის

საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ. „ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 …

იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ასევე, ყველა სხვა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას სთავაზობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. იმიტირებული გამოცდები ფასიანია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კომერციულ პროექტს ცენტრი ახორციელებს. ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 5 ლარი. იმიტირებული გამოცდების გავლა აბიტურიენტებს თითქმის ყველა საგანში შეეძლებათ. …

Exit mobile version