„მადლობა ჯადოსნური 8 წლისთვის“ – მაღაზია „წიგნები ბათუმში“ იხურება

ბათუმში იხურება მაღაზია „წიგნები ბათუმში“, რომელიც 8 წლის წინ გახსნეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა. „ამ რთულმა ერთმა წელმა ბევრი მსხვერპლი მოიტანა. ამ მსხვერპლში, სამწუხაროდ, ჩვენი მაღაზიაც (მხოლოდ მაღაზია და არა გამომცემლობა) აღმოჩნდა. დასასრულის განცდა შარშან მარტიდან მოყოლებული დაიბადა, დიდხანს ვატარეთ ხელოვნური სუნთქვა და დადგა დრო, როცა აპარატი უნდა გამოირთოს. წარმოუდგენლად ძნელია, …

sHEROes – ამბავი აგვისტოს ომის გმირ ქალებზე

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე ფოტოწიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. sHEROes – არის ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ეს ომი სხვადასხვა ფორმით შეეხო. ქალებზე, რომლებმაც ომის მიუხედავად საკუთარი სოფლები არ დატოვეს …

„დიდი პატარა ტყუილები”- წიგნი ოჯახში ძალადობასა და ბულინგზე

ლიან მორიარტის წიგნი „დიდი პატარა ტყუილები“ ოჯახში ძალადობისა და სკოლის ბულინგს ეხება. 2014 წელს გამოცემული წიგნის ქართული თარგმანი წელს გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. „დიდი პატარა ტყუილების“ მთარგმნელი მარი კორინთელია, რომელმაც თარგმანის პრეზენტაციაზე, 4 ივლისს მორიარტის ტექსტის თავისებურებებზე ისაუბრა. მარი კორინთელი: „მიუხედავად ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემებისა, წიგნი დიდი იუმორითაა დაწერილი,  რამაც ის თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს …

Exit mobile version