რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კანცლერის გათავისუფლების ორ მიზეზს ასახელებს – ყოფილმა კანცლერმა არ წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში და  2021 წლის ბიუჯეტი. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საბჭოს თავმჯდომარე, სპიკერი, დავით ბარათაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მასთან შევიდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული „სამსახურების ბარათი“, 16 კაცის …

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ, თანამდებობა დატოვა. ის „ბათუმელებთან“ კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა დასძენს, რომ იყო „კომპლექსური საკითხები“, რაზეც მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. „სამუშაო პროცესს ბუნებრივია ახლავს საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, ის არის კომპლექსური მიმართულება და ეს თემა დამატებით განხილვას არ საჭიროებას“, – გვითხრა მან. მამუკა თურმანიძე …

მერიისა და გამგეობის სამსახურების უფროსებს არჩევნების შემდეგ ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ

არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამსახურის უფროსებს ავტომატურად ვეღარ გაათავისუფლებენ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 17 ოქტომბერს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის ან მერის არჩევისას ავტომატურად უწყვეტს უფლებამოსილებას გამგეობის და მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონი არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და …

Exit mobile version