ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს. …
Tag Archives: გაზის მიწოდება
ბათუმში 8 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშეა
ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 8 ათასზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ავარიაა: „ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიწისქვეშა გაზსადენი მილი დააზიანა“. „ამ დროისთვის [16:40 სთ] გაზის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. ჩართვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება გაზის მიწოდება. კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს მუშაობა“ – გვითხრეს …
Continue reading “ბათუმში 8 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშეა”
ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება
დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული. „სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აბონენტებს ხვალ, პირველ აპრილს, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ გაზის მიწოდება.
17-19 მაისს აჭარას გაზი შეზღუდვით მიეწოდება
17 მაისს, დილის 4 საათიდან, აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. შესაბამისად, გაზის მიწოდება შეუწყდება ყველა მსხვილ მომხმარებელს და შესაძლოა, მოსახლეობასაც. „გაზს მოგვაწვდიან შეზღუდვით, რაც ნიშნავს, რომ ვერ მივიღებთ იმ მოცულობის გაზს, რაც მოსახლეობისთვის გვჭირდება. ამიტომ 17 მაისის დილის 4 საათიდან ყველა მსხვილ მომხმარებელს შევუწყვეტთ გაზით მომარაგებას, რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობის გაზმომარაგება. სამუშაოები, როგორც მეუბნებიან, 17 მაისის …
Continue reading “17-19 მაისს აჭარას გაზი შეზღუდვით მიეწოდება”
ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ივნისს, დღის ბოლომდე სრულად აღდგება. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, რომ გვერდით კორპუსებში ჩაირთო გაზი, მათ კორპუსში კი არა და აინტერესებთ მიზეზი. „სოკარ ჯორჯია გაზში“ განაცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფები მუშაობს, დღის ბოლომდე ყველას აღუდგება გაზის მიწოდება და აბონენტებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ კომპანიას …
Continue reading “გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება”
ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება
როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, პირველი აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება აღდგება. „პირველ აპრილს დილის 8 საათისთვის მთლიანად აღდგება გაზის მიწოდება ქალაქ ბათუმში; ამავე დღის დილის 10 საათისთვის გაზის მიწოდება აღუდგება ქობულეთს, ხოლო ხელვაჩაურის მიმართულებით გაზის მიწოდების აღდგენა დაგეგმილია ასევე პირველ აპრილს, თუმცა შეფერხების შემთხვევაში, მიწოდება 2 აპრილს აღდგება“ – განაცხადეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე. კომპანია მოუწოდებს …
Continue reading “ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება”
აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება
აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის …