გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი …
Tag Archives: გაეროს ბავშვთა კონვენცია
გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკ მოპყრობას, სახელმწიფოს კი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზმისკენ მოუწოდებს. „მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური …
Continue reading “გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას”
იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს
დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, …
PHR: სქესობრივი განათლების შესახებ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებებს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება. ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების …