რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

ბათუმში ქუჩების გადათხრაზე ნებართვები 2 ოქტომბრამდე აღარ გაიცემა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა 2018 წლის 25 მაისიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. თუმცა, ეს არ ეხება ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ინფრასტრუქტურული პროექტები ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო“. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ …

Exit mobile version