რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბონი-გოროდოკის დასახლებაში

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, კეთილმოეწყობა შემდეგი ქუჩები: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელების ნაწილი იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩები. ამ ეტაპზე სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე …

ბონი-გოროდოკში 3 საათით წყლის მიწოდება შეიზღუდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 11 საათიდან 14 საათამდე შეეზღუდება წყალმომარაგება. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეზღუდვის მიზეზი წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოებია.  

რომელი ქუჩები მოწესრიგდება ბონი-გოროდოკში – 5 მილიონი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ე.წ. ბონი-გოროდოკის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 80 ათას 930 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს მერიის ახალი ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო  ტენდერით შეისყიდის. ტენდერის, რომელიც უკვე გამოცხადებულია, პირობების მიხედვით, ბონი-გოროდოკში იგეგმება შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა: მაიაკოვსკის I, III და IV ჩიხები, ს. მესხის III ჩიხი, დ. ჭონქაძის ქუჩა, გოგოლის შესახვევი, თ. …

იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც …

Exit mobile version