500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს. საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ …

ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

„გამოდის, ხელსაწყოთი უნდა ვზომოთ მუდმივად, გადააჭარბა თუ არა ანტენიდან დასხივებამ დასაშვებ ნორმას,“  – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია ანდღულაძე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოცხადდნენ ადგილზე გარემოსდამცველები, როცა ცხელ ხაზზე დარეკა და მეზობელი შენობის სახურავზე განთავსებული „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ ანტენების შემოწმება ითხოვა გამოსხივებაზე – დარღვევა დადასტურდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. „დადგინდა, რომ გამოსხივება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა საქართველოში დასაშვებ …

უცნობია, როდის აღდგება სატელეფონო კავშირი „ბილაინის“ ქსელში – კომპანია

დაახლოებით 2 საათია „ბილაინის“ ქსელი არ მუშაობს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს სატელეფონო ზარების განხორციელება შეზღუდული აქვთ, ხოლო ინტერნეტკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შეწყვეტილი. ხარვეზი ქსელში დღეს, 5 აგვისტოს, დილას დაფიქსირდა. ქსელში არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად კომპანიამ. „ძვირფასო მომხმარებლებო, დაზიანდა სერვისის მომწოდებლის ორი დამოუკიდებელი კაბელი, რის შედეგადაც ჩვენს მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ხოლო დასავლეთ …

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა. ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის …

Exit mobile version