ლაშა კომახიძის კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი – რატომ ვერ შეიქმნა ბიზნესცენტრი

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა ბათუმის ბიზნესცენტრის შექმნაზე ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ორი წლის წინ დამტკიცებული პროგრამით ბიზნესცენტრისთვის ჯამში 5 მილიონ 250 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან, 2018-2019 წლებში – 3 მილიონ 50 ათასი ლარი. „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით ქალაქის ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ არის დახარჯული. ამასთან, ბიზნესცენტრის დაპროექტებისთვის მერიამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება …

მერიამ ჯერ არ იცის, სად ააშენებს ბიზნესინკუბატორს, მაგრამ პროექტში 34 500 ლარს იხდის 

ბათუმის მერიამ ბიზნესინკუბატორის დაპროექტებისთვის 50 ათასი ლარი გამოყო და ტენდერში გამარჯვებულთან 34 500 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერიას დღემდე არ აქვს დაზუსტებული, სად უნდა ააშენოს ბიზნესინკუბატორი. პროგრამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 5,9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. გამარჯვებულ კომპანიას ინკუბატორის დაპროექტება მიმდინარე წლის 7 ივლისს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ეს თარიღი გადაუვადეს. ბათუმის მერიამ …

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს …

6-მილიონიანი პროგრამა – ვისთვის ქმნის ბათუმის მერია ბიზნესინკუბატორს

ბათუმის მერის მიერ დაანონსებული ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი იმ ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 6-მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის დეტალებზე მერიაში არ ლაპარაკობენ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ ის ახალი ა[ა]იპ-ის – ბიზნესინკუბატორის შექმნას ითვალისწინებს. რითი ასაბუთებს ბიზნესინკუბატორის შექმნის აუცილებლობას ქალაქის მერი და რამდენად შეუწყობს ის ხელს ბიზნესის განვითარებას? – „ბათუმელები“ ამ კითხვებზე განმარტების მიღებას მას შემდეგ ცდილობს, რაც ლაშა …

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა. ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით აღჭურვილ ფართობში [20 კვადრატული მეტრი] თვიურად მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი გადაიხადოს საწევროს სახით. ბიზნესინკუბატორი ბათუმში 2009 წლიდან მუშაობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკურენცია ინკუბატორში …

Exit mobile version