დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში. მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა. ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს …
Tag Archives: ბაირამი
ბაირამზე მუსლიმებმა ისევ ქუჩაში ილოცეს – ბათუმის მერია სალოცავის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს
დღეს, 30 მარტს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ბაირამის ლოცვა აღესრულა ბათუმშიც. ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ორთაჯამეს გვერდით ქუჩა ტრადიციულად მლოცველებით იყო სავსე. იმის გამო, რომ ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის მშენებლობაზე კი ბათუმის მერია ნებართვას არ გასცემს, მუსლიმებს ღია ცის ქვეშ უწევთ ლოცვა. დღეს, ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბათუმში …
რომელი ავტობუსები ივლიან უფასოდ ბათუმში რამადან ბაირამის დღესასწაულზე
ბათუმის მერიის ცნობით, ოთხშაბათს, 10 აპრილს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #11, #12 და #12ა სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. აღნიშნული ავტობუსები ამ მარშრუტებზე იმოძრავებენ 07:00-დან 22:00 საათამდე. მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს 10 აპრილს აღნიშნავს.
მუსლიმები ბაირამის ლოცვას აჭარაში პირბადეებით შეასრულებენ – მუფთი
24 მაისს მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს მუფთის, ადამ შანთაძის თქმით, ლოცვა მეჩეთებში შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით: „გავიარეთ კონსულტაციები, წესების დაცვით ვაპირებთ შედგეს ბაირამის ლოცვა. მორწმუნეებს მოუწევთ დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება“. დღესასწაულის დროს ბათუმის მეჩეთში, ტრადიციულად, ბევრი მორწმუნე იკრიბება ლოცვის მოსასმენად. როგორ მოხდება ხალხის ნაკადის რეგულირება? „ყველა ზომები უნდა …
Continue reading “მუსლიმები ბაირამის ლოცვას აჭარაში პირბადეებით შეასრულებენ – მუფთი”
რა წერია ყურანში? [ტესტი]
ხვალ, 4 ივნისს, მუსულმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, ან გაიხსენეთ, რა წერია ყურანში რწმენის თავისუფლების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ, ან სიკეთეზე, სიკვდილზე, წუთისოფელზე. ტესტი მომზადებულია ყურანის ქართული თარგმანის მიხედვით [გიორგი ლობჟანიძე, კავკასიური სახლი, 2006]. მთავარი ფოტო: ღორჯომის მეჩეთი, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ტარიელ ნაკაიძე პრემიერთან შეხვედრასა და ხვალინდელ ბაირამის ლოცვაზე
ხვალ, 25 ივნისს, დილის 06:00 საათზე მუსლიმი თემი სადღესასწაულო, ბაირამის ლოცვას შეასრულებს. ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ხვალ ბათუმში სადღესასწაულო ლოცვა ორ მეჩეთში შესრულდება. მოქმედ მეჩეთსა და იმ ახალ მეჩეთში, რომელიც მუსლიმმა მრევლმა იმ ადგილზე გახსნა შენობის გარეშე, სადაც მათ ბათუმის მერიამ მშენებლობაზე უარი უთხრა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმებისთვის ბაირამის მილოცვას …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე პრემიერთან შეხვედრასა და ხვალინდელ ბაირამის ლოცვაზე”
ბაირამის დღესასწაულზე ბათუმში #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისს, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 07:00-დან 18:00 სთ-მდე #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს. 18:00 სთ-ის შემდეგ აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა დადგენილი ტარიფით გაგრძელდება.