ბათუმობა 2019 – ღონისძიებები ღამის 2 საათამდე გაგრძელდება [ფოტო]

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ღონიძიებას ბევრი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ტურისტები. ბულვარში წარმოდგენილია დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე იმართება კონცერტი, მიუზიკლი …

სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს, 28 აპრილს, ბულვარში – ბათუმობა 2019

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, …

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან „ბათუმობის“ დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე დამონტაჟებულია. ახლაც [19:23] ადგილზე იმყოფებიან ტექნიკოსები, რომლებიც ინსტრუმენტების გამართულობას ამოწმებენ. მთავარ სცენასთანაა მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობს. ბათუმობა ხვალ, 28 აპრილს გაიმართება. ბულვარში მთავარი სივრცის მიმდებარედ კიდევ ორი მცირე ზომის სცენაა დამონტაჟებული. საზაფხულო თეატრის წინ კი მზადაა სივრცე გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად. აქ გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების …

„ბათუმობაზე“ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება

28 აპრილს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 09:00-დან 19:00 საათამდე,  ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება. მერიის ინფორმაციით, ამავე დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულიად უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

დამატებით 273 338 ლარი „ბათუმობაზე“ მომღერლების, მსახიობებისა და პოეტებისთვის

ბათუმის ბიუჯეტიდან დამატებით 273 338 ლარი გამოიყო „ბათუმობაზე“ გასართობი მომსახურებების შესასყიდად. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ტენდერის გარეშე დაიხარჯება და ის, ძირითადად, ესტრადის მომღერლების, მსახიობებისა და პოეტების ჰონორარებს მოხმარდება. „ბათუმობისთვის“ ადრე და ამჯერად გამოყოფილ თანხებს თუ დავაჯამებთ, ამ ღონისძიების ჩატარება 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. კულტურის ცენტრის მონაცემებით, ჰონორარები შემდეგნაირად გადანაწილდება: …

როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

ბათუმის მერია სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ აფიშას აქვეყნებს. „ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება და აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. მერიის ცნობით, ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12-დან, 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება. ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება: [checklist] დამეგობრებული ქალაქების კუთხე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა საბავშვო კუთხე სპორტული ღონისძიებები კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა წიგნების კუთხე …

„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა

„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება. შპს „მარკა“ ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მას კონკურენტი არ ჰყოლია. „მარკამ“ გაიმარჯვა „ბათუმობის“ ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში შარშანაც. „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი …

როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2019“-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. წელს „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარია. ტექნიკური დავალების თანახმად, „ბათუმობის“ მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროგრამაში წარმოდგენილი …

Exit mobile version