ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც

ბათუმის მშენებარე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ. „ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, ფეხბურთის მოედნისთვის გათვალისწინებული ბალახი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საერთაშორისო დონის სტადიონებზე გამოიყენება. სადრენაჟე სისტემაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. სავეგეტაციო ფენის მოწყობასაც მალე დავასრულებთ და დავიწყებთ მინდვრის დაგებას“ – გვითხრა ჯაბა სურმანიძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორმა. ეს სახელმწიფო კომპანია …

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა.  „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. „ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო …

დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის

შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები …

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია. ობიექტზე ამ ეტაპზე სახურავის ლითონის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. მონტაჟი, არსებული გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია. სტადიონის მშენებლობა მეათე თვეა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობის ზედამხედველობა 20 დღის წინ დაიწყო. „ლითონის …

სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობის მოსურნე კომპანია: ცინიკურია სატენდერო კომისიის შენიშვნები

ტენდერში მონაწილე კერძო კომპანია ცინიკურს უწოდებს იმ შენიშვნებს, რაც შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიას აქვს ამ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე აქვს გამოცხადებული და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება. ამავე თემაზე: სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი …

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. 12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების …

ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა. „სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში. ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე …

რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს

ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ …

2,1-მილიონიანი ტენდერი ვაჭრობის გარეშე – რაზეა დამოკიდებული ბათუმში სტადიონის მშენებლობა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და  ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე. „ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო …

შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი – სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.

Exit mobile version