8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება

8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ბათუმში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოში აღარ გაიხსნება ბაზრობები – მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. შესაბამისად, ბათუმში არ გაიხსნება ე.წ. „ხოფის“, „23-ე სკოლის ბაზრობა“ და ბაზრობა ავტოსადგურთან. „24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება …

„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში 2 ივნისს გაიხსნება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი [ე.წ. ხოფის ბაზრობა] სრულად 2 ივნისიდან გაიხსნება. ბაზრობაზე ამ დრომდე მხოლოდ სურსათის სექციები მუშაობს, რომლებსაც მუშაობა არც საგანგებო მდგომარეობის დროს შეუჩერებიათ. „1-ლი ივნისი თვის პირველი ორშაბათია და ბაზრობა დაკეტილი იქნება სანიტარული დღის გამო. მომდევნო დღიდან კი ბაზრობა გაიხსნება და ყველა სექცია იმუშავებს,“ – გვითხრეს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში. ბათუმში პირველ …

ბათუმში ბაზრობები მუშაობას არ აჩერებენ

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციისთვის სასურველად არ მიიჩნევენ ისეთი ღონისძიებების გამართვას, სადაც პირობითად ასამდე ადამიანი მოიყრის თავს. ამ ფონზე ბათუმში მუშაობას არ აჩერებენ  ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი გადაადგილდება. ბაზრობების ადმინისტრაციებში გვითხრეს, რომ მითითებებს იცავენ, ეტაპობრივად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, დეზინფექციების ეტაპობრივ ჩატარებაზე ხელშეკრულება იურიდიულ პირთან აქვთ გაფორმებული, თუმცა ყოველდღიური …

Exit mobile version