VTB-ის მომხმარებლებმა სესხების განულებაზე შეტყობინება მიიღეს – ბანკის განმარტება

დღეს, პირველ მარტს, „ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე. ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა „ბაზისბანკს“ , ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი იყო.“ მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას სესხების „ბაზისბანკში“ გადაცემის თაობაზე, რამაც მომხმარებელი დააბნია. სესხების „ბაზისბანკში“ გადასვლის თაობაზე „ვითიბი “ ბანკმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად …

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“. „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ …

1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“  2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. …

Exit mobile version