ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

„ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში უკანონოდ ისე დასრულდა, რომ სასამართლოში მოგებულმა საქმემაც ვერაფერი შეცვალა“, – ამბობს ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის #3-ში მცხოვრები მამუკა დავითაძე და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ გაბათილებულია. მამუკა დავითაძე კერძო სახლში ცხოვრობს, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აივნები კი, მისი სახლის ფანჯრებიდან ხელის გაწვდენაზეა. „შეხედეთ, …

მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება

„ჩემი სახლი ისტორიულია, 1902 წელს არის აშენებული, აქ აღარ იცხოვრება,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ხათუნა გოგიძემ, როცა მის სახლში მივედით. აქ, ახვლედიანის #15-ში, ხათუნა გოგიძე დათო გორგაძესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. სახლი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. გასული წლის 10 დეკემბერს ახვლედიანის 12-ში მომხდარმა აფეთქებამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – ახვლედიანის 15-ში მდებარე …

საცხოვრებელ სახლს, სადაც გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, დაანგრევენ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. „აჭარსპეცპროექტის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, დემონტაჟისთვის 120 ათასამდე ლარია საჭირო. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „შენობა საფრთხის შემცველია უეცარი ნგრევის საშიშროების მაღალი რისკის გამო. …

ახვლედიანის ქუჩაზე შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსის დანგრევა გახდეს საჭირო

აჭარის მთავრობა ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მომიჯნავე კორპუსის დემონტაჟის საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, „მას შემდეგ, რაც ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული სახლის დემონტაჟი განხორციელდება, სასურველია ჩატარდეს მომიჯნავე სახლის ექსპერტიზა, რომლის კედელიც ასევე დაზიანებულია. და რადგან ეს სახლიც ძველია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი დემონტაჟის საკითხიც“. …

Exit mobile version