ბათუმის ბულვარი ზღაპრული ახალი წლისთვის ემზადება

წელს, ბათუმის ბულვარი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. სტუმრებს განსაკუთრებულად მორთული, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებული ბულვარი დახვდებათ. ევროპის მოედნის ნაცვლად მთავარი ღონისძიებები და საახალწლო სანახაობები ზღვისპირა ბულვარში გადმოინაცვლებს. 25 დეკემბერს, კი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთება. განსაკუთრებულად ირთვება შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით იფუთება. ბათუმის ბულვარში საახალწლო სამზადისი დასრულების …

ბათუმში მთავარ ნაძვის ხესთან ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად მიწაზე აფეთქდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან  პიროტექნიკის აპარატი გადაყირავდა, რის შედეგადაც ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად ადგილზე აფეთქდა. შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა 12 საათზე მოხდა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ახალი წლის ღონიძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლი იყო შპს „ნიუ დიზაინი“. კულტურის …

ბათუმში პიროტექნკით დაშავებული 12 წლის ბიჭი თბილისში გადაჰყავთ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი, რომელმაც პიროტექნიკით ხელის მტევანი დაიზიანა, თბილისში გადაჰყავთ. ზაალ მიქელაძის განმარტებით: „მას შედარებით მძიმე ფორმის დამწვრობა აქვს და მიკრო ჩარევა დასჭირდება“. დღეს ბათუმში პიროტექნიკით ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ევროპის მოედანზე, ორი კი ბავშვია. მინისტრის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე პიროტექნიკის არასწორად აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. [two_third last=”no”]Content[/two_third][two_third last=”no”]Content[/two_third]

ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს და უფასო იქნება

ბათუმის მერიის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გახანგრძლივდება ავტობუსების მუშაობის განრიგიც – 22:00 საათიდან 03:00 საათამდე. ავტობუსები სამარშუტო ხაზებზე  – #4, #6, #15 იმოძრავებენ 30-წუთიანი ინტერვალით. #4 ავტობუსი აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებზე იმოძრავებს. #6 ავტობუსი ასათიანის, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩებსა და თბილისის მოედანზე. …

საახალწლო კონცერტები ბათუმში მაყურებლის გარეშე

ბათუმის მერიის მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან დაიწყო. ამ დღესვე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი საღამო იყო, როცა საახალწლო ღონისძიებას მაყურებელი თვალს ადევნებდა. გუშინ, 26 დეკემბერს, შემსრულებლებს ევროპის მოედანზე მსმენელი არ ჰყოლიათ.   მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, თუმცა მუსიკოსებს გამოსვლა მაინც არ შეუჩერებიათ. იგივე ვითარებაა ახლაც [20:50 …

2 იანვარს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს – ჰონორარი 35 000 ლარია

2 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ საახალწლო სცენაზე, მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ბათუმის კულტურის ცენტრმა ექსკლუზიური უფლებით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით მოითხოვა. შესყიდვის ასეთ ფორმას სახელმწიფო სტრუქტურები ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვისას იყენებენ. შესყიდვის ღირებულება 35 000 ლარია. შესყიდვების სააგენტო  თანხმობისთვის დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. თუმცა ასეთი ხარჯთაღრიცხვა, ჯერჯერობით, კულტურის ცენტრში არ აქვთ. …

რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო. „გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. …

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთებამდე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულ სცენაზე დღეს გამოვლენ: აკე პატარაია თავისი ბენდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ბენდი – BSU JAZZ ბენდი „სალიო“ მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე …

მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა. შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. …

„გრანდ გრილი“ – ხორცისა და თევზის ყველაზე მრავალფეროვანი რესტორანი ბათუმში

რესტორანი „გრანდ გრილი“ ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მოცეკვავე, ფერად ფანტანებთან ახლოს. „გრანდ გრილი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მშვიდი საღამოს გატარება სურს გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, მყუდრო გარემოში, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად. საქსაფონისტის, პიანისტისა და მევიოლინესაგან შემდგარი ბენდი ყოველ პარასკევს და შაბათს ცოცხალი მუსიკით ამრავალფეროვნებს რესტორნის სტუმრებისთვის საღამოს. 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, „გრანდ გრილი“ …

ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია 

ახალ წლამდე 12 დღე რჩება.  გუშინ შეწყდა ტენდერი, რომელსაც ღონიძიებების ორგანიზატორი უნდა გამოევლინა – ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მერიამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპის შემდეგ ტენდერი შეწყვიტა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გუშინვე გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მცირე დრო რჩება და ორგანიზატორ კომპანიას მუშაობა ფორსმაჟორში მოუწევს, შესაბამისად, შემცირდა წინა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და …

 273 500 ლარი საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმში – ორგანიზატორი ჯერ არ გამოუვლენიათ

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი კომპანია, რომელიც ამ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე რომელიმე კომპანია კანონით გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და ტენდერის რომელიმე პირობას, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში გაასაჩივრებს, პროცესი შეიძლება კიდევ გაიწელოს. საახალწლო ღონისძიებების …

საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის

ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის საბავშვო-საახალწლო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან სულ 12 325 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებები ჯამში დაახლოებით 445 ბავშვზეა გათვლილი. მათთვის უნდა მომზადდეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, იქნება სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ასევე, საახალწლო ნაძვის ხის …

 ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით, შესაბამისი მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 273 500 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებებში შედის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკები 25 და 31 დეკემბერს, სხვადასხვა ინსტალაციის მოწყობა, თეატრალური წარმოდგენებისა და ბავშვთა გასართობი სცენების მოწყობა და სხვა. კულტურის ცენტრი ტენდერში მონაწილეებს ინსტალაციების ნიმუშებსაც სთავაზობს. …

Exit mobile version