ახალი 100-ლარიანები თურნავას ხელმოწერით, კუპიურაზე ამოიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“

დღეიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. ახალი ბანკნოტები იმავე დიზაინისაა, როგორიცაა 2020 წელს გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილია გამოშვების წელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და საერთოდ ამოღებულია წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“. ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს. …

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. 2022 წლის პირველი იანვრიდან კი, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა  მხოლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] იქნება შესაძლებელი. „შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული …

15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 2020 წელს გამოშვებული 50-ლარიანი ბანკნოტები გამოვა

2020 წლის 15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაუშვებენ ამავე წელს გამოშვებულ 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, აღნიშნული ბანკნოტები იქნება „გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით“. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2020 წლის გამოშვების 50 …

ახალი მოდიფიკაციის 10-ლარიანები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა მოხდება წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი: ახალი და ძველი ბანკნოტები

დღეიდან განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 

დღეიდან, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტების გშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე დადგენილება კი ეროვნული ბანკის …

100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ნოემბრიდან

2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, მიმოქცევაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ …

20 და 50 ლარის ნომინალების ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან ჩაეშვება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმდინარე წლის 27 იანვრის დადგენილებით, 2016 წლის პირველი თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.  მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები ბანკნოტის ზომა:  …

Exit mobile version