თვითნასწავლი მედოლე, მომღერალი და მოცეკვავეა. 50 წელზე მეტია, რაც დოლზე უკრავს, იყო დრო მსახიობად მუშაობდა, შემდეგ ანსამბლში მღეროდა. საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგინა საბოლოოდ ანსამბლ „ბერმუხას“ მოცეკვავე თუ გახდებოდა. დღეს 70 წლის გიორგი თაფლაძეზე გიყვებით, რომელიც რამდენიმე წელია, რაც „ბერმუხას“ შეუერთდა. „სხვათა შორის, ჩემი ცეკვა ყველას გაუკვირდა. მედოლე კაცმა ცეკვა რომ …
Tag Archives: აჭარული ფოლკლორი
თურქეთში გადასახლებული აჭარლების კონცერტი ბათუმში
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში და 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. „თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო …
Continue reading “თურქეთში გადასახლებული აჭარლების კონცერტი ბათუმში “
ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს
ლოიდ ოჰონლონი 26 წლის ავსტრალიელია, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერები პირველად მშობლიურ ქალაქ მელბურნში მოისმინა და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, სადაც ეს მრავალხმიანი სიმღერები დაიბადა, აუცილებლად უნდა ენახა. ასე აღმოჩნდა საქართველოში. ბოლო ერთი წელია ლოიდი საქართველოში, ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს და ქართულადაც საუბრობს: „ჩემს ქალაქში, მელბურნში ათი ქართველი ცხოვრობს, გავიცანით ცოლ-ქმარი, სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი, ორივე …
Continue reading “ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს”
13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ
ბათუმის ბულვარში 29-31 ივლისს, 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი აჭარულ ცეკვას შეასრულებს. სტუდენტები ჩამოვლენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდები რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi) საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის – „Drop of Wine from Mountain to Sea“ ფარგლებში ესტუმრებიან. „ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს …
Continue reading “13 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ბათუმის ბულვარში აჭარულს იცეკვებენ “
ხორუმის და განდაგანას ისტორია
თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ხორუმი საბრძოლო ცეკვაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, აჭარა-გურიაში სრულდებოდა. ხორუმი თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარშია. როგორც ქორეოგრაფები ამბობენ, ეს არის ერთგვარი საჯილდაო ქვა ანსამბლისთვის, ყველაზე რთულად შესასრულებელი ცეკვა, რომელშიც ყველა დეტალი გათვლილია და ყველა მოძრაობას თავისი ახსნა აქვს.