აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017 წელს 14 659 900 ლარი უნდა იყოს, თითქმის ამდენივეა [14 057,940]  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე, 2016 წელსაც. აჭარის ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე იმედოვნებს, რომ სამინისტროს ბიუჯეტი მათ მიერ შემუშავებული ფორმატით გავა. ბატონო ლევან, რამდენი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი …

როდის აამოქმედებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამას

იმ სამი მილიონი ლარიდან, რაც მთავრობამ ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამისთვის გაითვალისწინა, ამ დრომდე ლარიც არ დაუხარჯავთ. ეს ერთადერთი პროგრამაა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოცდაერთი პროგრამიდან, რომელიც ამ დრომდე არ აუმოქმედებიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, 2016 წლის პირველი კვარტალი მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა იმ სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად, რაც სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. „მიღებული იქნა მთავრობის …

ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების პროგრამების ანგარიში ხელვაჩაურში

2016 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამებისა და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშები მინისტრებმა – ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. სამინისტროების ინფორმაციით: 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი …

ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის

მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთჯერად დახმარებებს გასცემს აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, ახალშობილი ტყუპების ოჯახებზე და 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებზე. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. დაფინანსების …

თანადაფინანსება სავარძელ-ეტლებისა და სმენის აპარატების შესაძენად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებითა და სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამებს 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტო განახორციელებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [300 ლარი], განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი. მოსარგებლეები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე …

ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პროგრამები აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელშიც გააგრძელებს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ძირითადად ბავშვებზეა  ორიენტირებული. ეს პროგრამებია: სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; ბავშვთა ადრეული განვითარება და ასევე მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარი), …

ხელფასზე დანამატები სოფლის ექიმებს აჭარაში

აჭარის ბიუჯეტიდან 2016 წელსაც დაფინანსდა სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 150 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს ასევე დაფინანსდა სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა, …

სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – დიაგნოსტიკა, ონკოლოგია

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს 30-მდე პროგრამას და ქვეპროგრამას განახორციელებს. მათ შორისაა პროგრამები:  ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ასევე ონკოლოგიურ პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურების პროგრამა. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას. მოსარგებლეები 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები დაფინანსების ფორმა …

გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები აჭარაში

2016 წელს აჭარაში გრძელდება გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები, რომლებსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. გულის ქირურგია პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას. მოსარგებლეები 18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით. დაფინანსების ფორმა მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების …

ვინ ისარგებლებს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, სამინისტროს ინფორმაციით ემსახურება გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით. აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები: პაციენტები სტიქიური მოვლენებისა …

Exit mobile version