დღეს, 20 სექტემბერს, ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხმა მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მაშველებმა ავტომანქანიდან მგზავრების ნაპირზე უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრესცენტრში არ გვითხრეს, გამოიტანეს თუ არა მაშველებმა მდინარიდან ავტომანქანა. „ბათუმელები“ ელოდება შსს-ს ინფორმაციას. მდინარე ჭოროხი წუხელ, ხანგრძლივი წვიმის შემდეგ კალაპოტიდან გადმოვიდა.
Tag Archives: აჭარა. სტიქია
„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას
„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება. „ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, …
სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?
„ქობულეთში 8 მიმართულებით და ხელვაჩაურში 4 მიმართულებით მიმდირეოაბს გზის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აცხადებენ აჭარის გზების დეპარტამენტში. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონში რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. სტიქამ განსაკუთრებით ქობულეთი დააზარალა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში აღდგება მოძრაობა ყველა გზაზე, რომელიც მეწყრის გამო ჩაიკეტა. „სამუშაოები ხორციელდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: კეჭიეთი–ნოღაიდლების, წყავროკა-რომანაძეების, წყავროკა-ლაზიშვილების, ზედა ლეღვა-ბარათაშვილების, ზედა კვირიკე-ბერიძეების, …
Continue reading “სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?”
სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს
გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე …
აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი 134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის …
Continue reading “აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია”
აქცია მახალაკიძეებში – მოსახლეობა გეოლოგიურ დასკვნას ითხოვს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. 105 ოჯახი მათი საცხოვრებელი ადგილების დეტალურ გეოლოგიურ შესწავლას და შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ შეჩერდეს ჰესებისა და გვირებების მშენებლობა. ანალოგიური მოთხოვნებით, პერიოდულად, საპროტესტო აქციები მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც იმართება.