უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს. გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში  უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს; საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში; ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს და საოჯახო …

5 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით იმატა გრიპის შემთხვევებმა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის შემთხვევების სტატისტიკას მიმდინარე კვირიდან დაითვლიან, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან (ოქტომბერი) მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმო-ს რეკომენდაცია გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაციაა, რადგანაც იგი გრიპის პრევენციისა …

რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები …

„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის – ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი! – მიზანია …

Exit mobile version