ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“. „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ …

რა ხდება „ოცნების ქალაქში“ – რეგისტრაცია ბინების მისაღებად დაპირისპირებების ფონზე

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიის მუშაობა, დღეს, 12 თებერვალს, დაპირისპირების ფონზე დაიწყო. გარკვეული პერიოდი მოსახლეობის მონაცემების მიღება საერთოდ შეჩერებული იყო. მიზეზი – „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს, ორი ჯგუფი აკვირდება, ერთის მხრივ ააიპ „ოცნების ქალაქი“, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა და მეორეს მხრივ ამხანაგობა …

Exit mobile version