რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან

შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …

იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …

ბათუმში, რუსთაველზე, 3 თაუერი აშენდება – უმაღლესი ნიშნული 182 მეტრია

შპს „ალიანს სიტი“ ბათუმში, რუსთველის #52-ში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, სამ თაუერს ააშენებს, მათ შორის ყველაზე მაღალი თაუერის სიმაღლე  182 მეტრი იქნება. კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს.   ამ დროისთვის „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი კომპანიას უკვე დასრულებული აქვს. აქ არსებული შენობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა, შენობას …

რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში

კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას. რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა …

 საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, ახალი მშენებლობის მიზნით, „ალიანს სიტიმ“ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] მოამზადა. საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია ჩასმული და მას ორ დღეში, 25 აპრილს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა ამ ადგილზე შედარებით დაბალი პროექტი მიიჩნია სასურველად და ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ უმრავლესობა მის დამტკიცებას შეძლებს. განკარგულების პროექტს, რომელიც …

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ. „სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა …

„ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე „ალიანს სიტის“ სამი ცათამბჯენის აშენება სურს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთი 50-სართულიან და ორ 40-45-სართულამდე სიმაღლის შენობების აშენებას გეგმავს. კომპანია ითხოვს, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და კ2 …

ვის და რა პირობით მიჰყიდეს მიწები ქობულეთის სანაპიროზე – სამი კომპანია

აჭარის მთავრობამ ქობულეთში, ზღვის პირას, აუქციონზე კიდევ სამი ნაკვეთი გაყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. ქონება საწყის ფასთან შედარებით, 105 ათასი ლარით მეტად გაიყიდა. ნაკვეთები ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთები პირობებიან აუქციონზე იყიდეს „ალიანსმა“, „კრისტალ ბილდინგმა“ და „არომა ნეომ“. [highlight color=”red”]შპს „ალიანსის“ [/highlight] დირექტორი და 12%-წილის მფლობელია აკაკი სონგულიაა. ის იმ …

Exit mobile version