ლევან ხაბეიშვილს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ

დღეს, 18 ივლისს,  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „ტვ პირველზე“ ჩართვის დროს, პირდაპირ ეთერის მსვლელობისას, უცნობმა პირებმა ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი შეაგინეს. ლევან ხაბეიშვილი გაეკიდა თავდამსხმელებს და მათი ვინაობის გარკვევა სცადა. კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს. „ეს იქნებოდა დაორგანიზებული, იცოდნენ სადაც ვიყავი და ამას გააკეთებდნენ, რომ დღეს კვერცხი ისროლეს და ხვალ იარაღს გესვრით. …

„დილით სეირნობისას თავს 3 ნიღბიანი დამესხა და ფიზიკურად გამისწორდნენ“ – მოქალაქე

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დღეს, 11 თებერვალს, ქუჩაში სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მან თავდასხმის შესახებ ვიდეო დილით, 10:00 საათზე გაავრცელა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ თბილისში სახლთან იმ დროს დახვდნენ, როცა ძაღლს ასეირნებდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აღენიშნება შუბლზე. „სამი კაცი მომვარდა ნიღბებით, დამესხნენ თავს, ქურთუკი შემომახიეს. ვერავის ვერ შეაშინებთ, დროა ახალი არჩევნები …

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …

Exit mobile version