„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროების მოთხოვნით. კოალიცია აცხადებს, რომ სიებს ცესკო მიზანმიმართულად მალავს. კოალიციის განცხადებით, მათ საოლქო კომისიებმა უარი უთხრეს აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც მალავს საარჩევნო ადმინისტრაცია. „ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის …

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 …

„მასწავლებელს უთხრეს, შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამო“ – შეხვედრა პედაგოგებთან ბათუმში

ხელისუფლება მასწავლებელს არ ენდობა იმაშიც, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამს მასწავლებლის პრემიის დაჯილდოებაზე – უთხრეს, რომ შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამ, გუშინდელ  დაჯილდოებაზე კი [„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოება], სიჭრელე იყო. ძალიან თვალსაჩინოა ეს განსხვავება,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიმონ ჯანაშია აჭარის რეგიონში …

პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?

1000-ლარიან პენსიას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ [ლელო, თავისუფლების მოედანი, ხალხისთვის, მოქალაქეები] ჰპირდება ამომრჩეველს. „ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ გაზრდის მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე და ყოველწლიურად დაარეგულირებს მას ინფლაციის შესაბამისად, რათა ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ,“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზით“. რა გათვლებით აპირებს „ძლიერი საქართველო“ ამ დაპირების შესრულებას? – „ბათუმელები“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომისტ …

Exit mobile version