20 225 ოჯახს 100 ათასზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს – ქონების დეკლარაციები საქართველოში

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა ჯამურად 100 ათას ლარს გადააჭარბა, 4 037-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წელს 16 188 პირმა წარადგინა დეკლარაცია, რომელთა შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო; 2023 წელს კი, ამ შემოსავლის მქონე …

საქართველოში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 13 ათას ოჯახს ჰქონდა – დეკლარაცია

საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1 796-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა; 2018 წელთან შედარებით კი, ასეთი მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა 2 982-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში, ქვეყანაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი იყო, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 9 104-ით არის …

რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

ფიზიკური პირი, რომლის წინა წლის შემოსავალი [მისი, ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ჯამურად] აღემატება 40 ათას ლარს, ვალდებულია მომდევნო წლის 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და 15 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 189 815-მა პირმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი, ჯერჯერობით – 13 803-მა. ამ …

მდიდრები ავტომობილებზე ქონების გადასახადს წელს პირველად იხდიან – ბოლო ვადა 15 ნოემბერია

ფიზიკური პირი, თუ მისი [ან მისი ოჯახის] შემოსავალმა 2017 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, ვალდებულია 2018 წლის 2 ნოემბრამდე, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია“. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ქონების დეკლარაციაში, დასაბეგრ ობიექტებში [საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი, იახტა [კატარღა], შვეულმფრენი, თვითმფრინავი] ასევე შეიტანება საგარეო-ეკონომიკური …

მდიდრები საქართველოში ავტომანქანის გადასახადს გადაიხდიან

მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა პირველად წელს მოუწევთ. „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტი ლარია, ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, პირი, რომლის ოჯახის შემოსავალი 40 ათასიდან – 100 ათასამდე ლარია, ავტომობილზე იხდის ქონების გადასახადს – ამ ავტომობილის საბაზრო ფასის …

Exit mobile version