ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება – „ქობულეთობა 2018“ პირველ ივლისს ჩატარდება

ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ის სამზადისშია. ფესტივალი წელს პირველ ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა უამინდობის შემთხვევაში შესაძლოა ეს თარიღი შეიცვალოს. ღონისძიება ზღვის პირას, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას მუნიციპალიტეტი ტენდერით შეისყიდის. პირობების მიხედვით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: [checklist] „ერთი წამყვანის დაქირავება. აუცილებელი მოთხოვნაა, ის იყოს ცნობადი სახე. …

ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტის გამო „ქობულეთობის“ გადადებას ითხოვენ

„ქობულეთობის“ გადადებისა და, შესაბამისად, უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების შეტანის ინიციატივით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს  განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა. ამის მიზეზად ნათია ნიჟარაძემ „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტი დაასახელა. გარდა ამისა, მან დღესასწაულის დასახელების შეცვლაც მოითხოვა. „ქობულეთობა“ სეზონის გახსნა შეიცვალოს „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ით. ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო …

დღეს „ქობულეთობა“ აღინიშნება

დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო დღესასწაული – „ქობულეთობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სახალხო ზეიმი ქობულეთის ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან საპატიო ქობულეთელები, დაჯილდოვდებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მიმდინარე სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები. ცენტრალურ პარკში გამოფენენ ცნობილი ქობულეთელების პორტრეტებს. დღესვე პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან საზეიმო ვითარებაში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.  ღონისძიებას პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანდჟეი ჩიეშკოვსკი ესწრება. ქობულეთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

Exit mobile version