მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში იმყოფება. იგი რეგიონში ვიდეოკლიპებს იღებს ახალი სიმღერებისთვის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობდა. გადაღებებისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი – მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. …

ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა დღეს, 27 ივნისს,  22:00  საათზე, Youtube-ზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალი თავის მიმართვაში ამბობს, კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად გაიმართება. „ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID19-ის კრიზისის პერიოდში,“ – ამბობს მომღერალი. ქეთი …

ცნობილი ადამიანები ლადო აფხაზავას მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია. ის მარტის ბოლოს ქალაქ დუბაიში გაემგზავრება დაჯილდოების ცერემონიაზე. გლობალური ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა საჩუქრად. ლადო აფხაზავას წარმატებას უსურვებენ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. მათ შორის მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. See more ლადო აფხაზავას ფინალში გასვლას ულოცავს მსოფლიოში აღიარებული …

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე იმღერებს

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუა ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.“ზაფხულის დღესასწაული“ – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს (Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერებს „გორის ქალთა კაპელა“. კონცერტის …

ბათუმელ გოგონათა გუნდმა ქეთი მელუას სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა [კლიპი]

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მომღერალ ქეთი მელუას მიერ გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა. ქეთი მელუამ გასული წლის დეკემბერში ევროპის საგუნდო კოლექტივების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გუნდებს  უნდა შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე  – Dreams on fire. კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მიიღო. მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ …

Exit mobile version