„კლუბი სინერგია“ – ეს არის ცოცხალი სამსახური, ბევრი ახალგაზრდით, მოტივირებული ადამიანებით“

გთავაზობთ ინტერვიუს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორთან ნინო მახაშვილთან რა არის „კლუბი სინერგია“? ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგია“ – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამჯერადაც კლუბი ისევ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მიმართულია დანაშაულისა და ადიქციის პრევენციისკენ. აი, ამ ფარგლებში …

14-25 წლის ახალგაზრდებს „კლუბი სინერგია“ უფასო ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას სთავაზობს

„კლუბი სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სერვისი გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო …

როგორ მოვიქცეთ პანიკური შეტევის დროს – ფსიქოლოგის რჩევები

პანიკური შეტევა ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდია, რომელიც ვითარდება რეალური საფრთხის ან აშკარა მიზეზის გარეშე და იწვევს მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ სიმპტომებს, მათ შორის: გულის აჩქარებას, ჰაერის უკმარისობის, ოფლიანობას, სხეულზე კონტროლის კარგვისა და სიკვდილის შიშსაც კი. ფსიქო-სოციალური ცენტრი „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რა მექანიზმები შეიძლება დავიხმაროთ პანიკური შეტევის დროს, რა არ უნდა გავაკეთოთ …

წონის კლებასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც კვებითი აშლილობის კატეგორიაში შედის

კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევები აქვს. მაგალითად, ჭამის შემდეგ მექანიკურად იწვევს ღებინებას ან ბოროტად იყენებს საფაღარათო საშუალებებს, წონაზე ზემოქმედების მიზნით. სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირად მოზარდ და ახალგაზრდა ქალებს აზიანებს. საქართველოში კვებითი აშლილობები სათანადოდ ნაკვლევი არ არის, შესაბამისად უცნობია ქვეყანაში ამ მხრივ დაავადებების გავრცელება. თუმცა, თუ …

Exit mobile version