ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მიტოვებული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა სერიას იღებს: ძველ სასახლეებს, დიდ დარბაზებს, გამორჩეულ სახლებსა და საკულტო ნაგებობებს. ფოტოების სერიას, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჯეიმს კერვინმა ,,Domum Dei’’ (ლათინურად ,,ღვთის სახლი’’ უწოდა.) საკულტო ნაგებობების სერია ინგლისში, უელსში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და პოლონეთშია გადაღებული. ფოტოებზე ევროპის მიტოვებული ტაძრები, სამლოცველოები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა ასახული. …
Tag Archives: ფოტო
ზაფხული ბეშუმში [ფოტო]
ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარე კურორტ მეშუმში დამსვენებლები ძირითადად აგვისტოს დასაწყისში მიდიან. ბეშუმში სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა. ფოტოები ბეშუმიდან თომა აბულაძემ მოგვაწოდა.
საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]
ბათუმის ახალი არქიტექტურა – ეზო [ფოტო]
ეს ბათუმში, ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ეზოა, სადაც მზის შუქი ძლივს აღწევს. ასეთ კორპუსებში ბინების საშუალო ფასი, 1 კვმ – 800 დოლარიდან იწყება.
საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“
„საკუთარი ოთახი რომ გვქონდეს“ – ეს ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ქალების უნივერსალური პასუხია მათთვის დასმულ კითხვებზე – რა გჭირდებათ? რა გაკლიათ? რაზე ოცნებობთ? რისი შეცვლა გსურთ? ხუთი წლის წინ, ბათუმთან ახლოს, დაბა ხელვაჩაურში მუყაოს ქოხებისგან აგებულ „ოცნების ქალაქში“ დღეს ბევრმა მოახერხა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კაპიტალური შენობები ააგეს. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარეს, თუმცა იქ …
Continue reading “საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“”
გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „სამი კუთხე“ მოეწყობა. გამოფენაზე ერთ სივრცეში განთავსდება სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, უფრო ზუსტად კი სამ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა, …
Continue reading “გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში”
ფოტორეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან
რეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან: ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“
გაზაფხული ძველ ბათუმში [ფოტო]
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები ბათუმში [ფოტო]
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.