თამარ გაბუნიას შვილს უცხოეთში სწავლა 29 686 ლარით დაუფინანსა სახელმწიფომ

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას შვილის უცხოეთში სწავლა სახელმწიფომ 29 686 ლარით დააფინანსა. ამის შესახებ მოცემულია თამარ გაბუნიას წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში [ყოველი წლის დეკლარაცია ასახავს წინა წლის ქონებრივ მდგომარეობას], რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს შეავსო. თამარ გაბუნიას შვილი ანი მუხიგულაშვილი, ავსტრიაში, …

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე, ფარმაკოლოგი და მეღვინე – ქართველი სტუდენტები საფრანგეთში

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებული პროგრამით წელს 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამით მათი სწავლის საფასური [5000 ევრო] და 10 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია [770 ევრო] დაფინანსდება. კონკურსით წელს 7 სტუდენტი შეირჩა, ისინი მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებენ სწავლას საფრანგეთში. გასულ წელს ამავე კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი გააგრძელებს უკვე მაგისტრატურის მეორე …

რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას

საქართველოს პრეზიდენტის 12 ივნისის ბრძანებით, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ განათლება მიღებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. სხვა შემთხვევაში, ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე, …

ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა – „ევროოდისეა“ განაახლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ფლობენ რომელიმე უცხო ენას. როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს. „ვაკანსიებზე შეზღუდვა არ არის, ვებგვერდზე ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ყველაფერს ვნახავთ, …

ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 21 ოქტომბერს 16:30 საათზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სწავლის დეტალებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამერიკული კუთხის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჩარიცხვების ოფისის წარმომადგენელთან,  რომელიც ისაუბრებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სწავლის შესაძლებლობებზე. …

Exit mobile version