„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი – „ყოფილი“. ლონდა …
Tag Archives: უკანონო მიყურადება
სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე
„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონო მირიან, …
სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება
ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელის ავტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს. ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა, თუმცა ფარულ მოსმენებზე წვდომა ისევ სუს-ს აქვს – „გასაღები“ ახალშექმნილ სააგენტოს გადაეცემა, …
დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა
პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა. ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად …
Continue reading “დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა”