თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი – „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება

19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის,  გაიმართება ტრენინგი – ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან …

ახალი სასწავლო პროგრამა აქტიური მოქალაქეებისთვის

პოლიტიკური კულტურის და ამომრჩევლის გაძლიერებისთვის აქტიურ მოქალაქეებს ბათუმში უფასო ტრეინინგკურსის გავლა შეუძლიათ. პროგრამას „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან EPRC თანამშრომლობით. „მთავარი მიზანია იმ მოქალაქეების გაძლიერება, რომელსაც აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობა და სამოქალაქო აქტივობა. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს 18 წლიდან, განაცხადების მიღება უკვე …

ტრენინგი პედაგოგებისთვის: ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში

ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე ” ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში” (Bully-Free Zone). ტრენინგკურსი განკუთვნილია აჭარის მასშტაბით მომუშავე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. ტრენინგზე სასწავლო მოდულის ფარგლებში პედაგოგები შეისწავლიან სასწავლო გარემოში ბულინგის პრევენციის გზებსა და ინტერვენციის მეთოდებს. სამუშაო შეხვედრები გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში. ტრენინგის გავლა უფასოა. სასწავლო მოდული სამდღიანია და …

ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება – ტრენინგი მშობლებისთვის

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მდებარე „ამერიკულ კუთხეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ორგანიზებით, პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართება ინტერნეტის უსაფრთხოდ სარგებლობასთან დაკავშირებით. „სხვადასხვა პრაქტიკული და სახალისო სიმულაციური თამაშების მეშვეობით ვასწავლით სასარგებლო გზებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი პატარებისთვის ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობა“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხის“ განცხადებაში. ტრენინგი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით …

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ინგლისური ენის მარტივ, ერთთვიან კურსს კურორტ „გოდერძსა“ და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გაივლიან. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტ გოდერძისთან ერთად სოფელი სახალვაშო იმიტომ შეირჩა, რომ აქ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს. „იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ …

უფასო ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხე, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგკურსს აწყობს. ამჯერად ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე მასწავლებლებისთვის ტარდება. ეს კურსი დაეხმარება მასწავლებლებს შექმნან მიმზიდველი და სასარგებლო გარემო საკლასო ოთახებში. ასევე, გაეცნონ სხვადასხვა სახის ციფრული იარაღის (იმ გაჯეტებისა და და აპლიკაციების) გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია შორეულ სოფლებშიც კი. კურსი მოიცავს არა მარტო გამოცდილების გაზიარებას, არამედ მცირე …

ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად TI არასამთავრობოებისგან განაცხადებს იღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ციკლში მონაწილეობის მისაღებად იწყებს დოკუმენტების მიღებას. ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. ტრენინგების ციკლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებს და გაერთიანებებს მიეცეთ საშუალება უკეთ დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი, ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. …

ტრენინგი საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში

10-11 ივნისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მედიის სფეროს წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე “საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება”. პროექტს ორგანიზებას საზოგადოებრივი განვითარების აკადემია და ბათუმის ამერიკული კუთხე გაუწევს. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მედიის საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იდეების პრეზენტაცია, დონორები და დამატებითი სახსრების მოძიების გზები საქართველოში, დონორების რუკის შექმნის და განახლების ხერხები, …

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის

თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, აქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში. რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და  კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება – …

პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხეში 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ონლაინტრენინგი ჩატარდება. ერთსაათიან ონლაინსესიაზე ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კოდინგის საფუძვლებს და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ კომპიუტერული პროგრამები. ონლაინტრენინგზე გამოყენებული იქნება code.org-ზე განთავსებული სასწავლო მასალები. თებერვლის თვეში ჯამში ორი სესია გაიმართება (5 და 26 თებერვალი). კვირას, 5 თებერვალს, 13:00 საათზე, ტრენინგი ჩატარდება ბათუმის …

ტრენინგი თემაზე: ჯანსაღი საკვები პროდუქტების მაჩვენებლები

დღეს, 16:00 საათზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №317 აუდიტორიაში გაიმართება თანატოლთა ტრენინგი თემაზე: ჯანსაღი საკვები პროდუქტების მაჩვენებლები. მონაწილეები გაეცნობიან საკვები პროდუქტების შემცველობას და მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება შეარჩიონ ის საკვები, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ტრენინგს გაუძღვებიან აგროეკოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტები. დასწრება თავისუფალია აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ …

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარები ბათუმში

„ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა“ (მაჰათმა განდი) 5-6  მარტს ბათუმში მოქმედ და დამწყებ მენეჯერებს განვითარებისთვის  საუკეთესო შანსი ეძლევათ. ტრენინგცენტრი „განვითარების აკადემია“ გთავაზობთ  სემინარების სერიას მენეჯერებისათვის. სემინარებს წარუძღვება „მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე, გამოცდილი ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა. ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ: სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით. ტრენინგების ჩატარების 10-წლიანი …

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ტრენინგი ბათუმში

13 თებერვალს, შაბათს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ბათუმის სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასების მოსწავლეებს იწვევს გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე. ამ შეხვედრაზე მომავალ სტუდენტებს დარგის პროფესიონალები მიაწვდიან ინფორმაციას, როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროგრამების, ისე მათ მიერ არჩეული მომავალი პროფესიებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ. სამსაათიანი ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და მისი მიზანია აბიტურიენტს დაეხმაროს პროფესიულ …

Exit mobile version