რის გაძვირებას აპროტესტებენ ტრაილერის მძღოლები სარფში

დღეს, 23 თებერვალს, სარფში, ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გახდა ე.წ. TIR პარკების მიერ გაზრდილი გადასახადი. 22 თებერვლის ჩათვლით, მძღოლები ავტოსადგომზე შესვლის საფასურს 80 ლარს იხდიდნენ. 23 თებერვალს კი 130 ლარის გადახდა მოუწიათ. მძღოლებმა, რომლებმაც გაზრდილი ფასი გადაიხადეს სავალდებულო ავტოსადგომზე შესვლისათვის, დღეს, 23 თებერვალს სპონტანური საპროტესტო აქცია გამართეს სარფში, სადაც ერთ საათზე მეტი …

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი მძღოლებს – „ნებართვის გაცემა უხარვეზოდ მიმდინარეობს“

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვებს, რომლის მიღებასაც მძღოლები და გადამზიდავები ვერ ახერხებენ. ნებართვების გაცემა  17 იანვარს დაიწყო. მძღოლები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ასობით ზარის განხორციელების მიუხედავად, ვერ მოახერხეს სააგენტოსთან დაკავშირება და ნებართვის მისაღებად საჭირო წინასწარი რეგისტრაციის გავლა. „ბათუმელებმა“ სტატია ამ თემაზე 24 იანვარს …

შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ 

„შეიძლება ვთქვათ, რომ მძღოლები გაჩერებულები არიან. აქციის ჩატარებაც იგეგმება“, – უთხრა „ბათუმელებს“ საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა, ანზორ დავითაძემ. მან დაადასტურა კიდევ ერთი მძღოლის ინფორმაცია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ცხელ ხაზზე არავინ პასუხობს და სწორედ ამის გამო, მძღოლები „ცუდ დღეში ჩაცვივდნენ“. ტრაილერის მძღოლის, ანზორ დავითაძის თქმით, მძღოლები საპროტესტო …

ბათუმში ტრაილერის მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს

დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციამ ტრაილერის ოთხი მძღოლი დააკავა. შსს ინფორმაციით გამოძიება ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ტრაილერის მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ. მათ დღეს „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ შესასვლელიც გადაკეტეს, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, მალევე …

ბათუმელების მომზადებული 10 ყველაზე პოპულარული ვიდეო

2020 წლის განმავლობაში „ბათუმელებმა“ ასობით სიუჟეტი, ვიდეო რეპორტაჟი თუ ლაივჩართვა მოამზადა თავისი მკითხველისთვის. აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესები კი იმ მასალებმა გამოიწვია, რომლებიც კორონავირუსს და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. წლის ბოლო დღეს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ ვიდეოს, რომლებიც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. 1. ტრაილერის მძღოლი ვიდეო ფორმატში მომზადებული მასალა ლევან მუდოშვილს ეხება. ის 57 წლისაა და 34 …

როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი

18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რა წესები მოქმედებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საქართველოს საზღვარზე, ვინ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ მძღოლებს, მათ გადაადგილებას და რამდენადაა დაცული სხვა მოქალაქე ამ გზით შემოტანილი/იმპორტირებული ახალი კორონავირუსისგან? საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, საზღვარზე მძღოლებს უტარდებათ …

ტრაილერის მძღოლის კარანტინი მანქანაში

მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა, ტრაილერის მძღოლები გამონაკლისები არიან მათ შორის, ვინც შეუფერხებლად გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში – მძღოლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუმცა გართულდა მათი სამუშაო პირობები. მძღოლებს, თუკი ისინი ტრანზიტულად გადაადგილდებიან, 48 საათში უწევთ ქვეყნის დატოვება, ხოლო თუკი საქართველოა მათი დანიშნულების ბოლო ქვეყანა, მაშინ 14-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება …

Exit mobile version