შეამოწმეთ, შეგიძლიათ პირველადი დახმარების აღმოჩენა? | ტესტი

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელი, მათ შორის უსიამოვნო შემთხვევებითაც, რომელთა შედეგად შესაძლოა გარშემომყოფებს ჯანმრთელობა დაუზიანდეთ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამის გაკეთება არასამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა პირველადი დახმარების აღმოჩენა? ტესტი დაფუძნებულია „წითელი ჯვრის“ პირველადი დახამარების სახელმძღვანელოზე.

შეამოწმე, კომფორტულია შენთან ერთად მუშაობა? [ტესტი]

საერთო სივრცის განაწილება სამსახურში არცთუ მარტივი ამბავია. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში გრძნობს თავს კარგად. ერთს რომ სცივა, სხვას ცხელა, ვინც კართან ზის, იმას ფანჯარასთან ჯდომა ურჩევნია, ფანჯარასთან მყოფისთვის ყრუ კედლებში მუშაობაა საოცნებო სამუშაო გარემო და ა.შ. მოკლედ რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ საერთო წესებზე შეთანხმება ყოველთვის შეიძლება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ რამდენად კომფორტული თანამშრომელი ხარ?

გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს? [აუდიო ტესტი]

შეამოწმე, როგორ იცნობ ან გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს

შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]

ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.

როდის დაბრუნდება დაკარგული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება? – COVID19

ბოლო რამდენიმე თვეა ანოსმია ანუ ყნოსვის დაკარგვა მნიშვნელოვნად უკავშირდება COVID 19-ს. აპრილის თვეში ჯანმომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ოფიციალურად შეიტანა COVID 19-ის სიმპტომების ჩამონათვალში. ანოსმიის მაჩვენებლები SARS-COV-2-ის დადებით პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება კვლევებში და 30-70% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის ყნოსვის დაკარგვა COVID 19-ის ერთადერთი სიმპტომია. იმის დასადგენად, თუ როდის უბრუნდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება …

გახდებოდით თუ ვერა დაწყებითი კლასების მასწავლებელი [ტესტი]

ქვემოთ მოცემული კითხვები წელს, 2020 წლის ზაფხულში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე იყო გამოყენებული. ტესტი შედგებოდა ქართული ენის, ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  საკითხებისგან. ტესტის რეალური ვერსია 42-კითხვიანია. ჩვენ მის მარტივ, ადაპტირებულ და შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. თუ ჩვენი ტესტი ძალიან გეადვილად, შეგიძლიათ ნამდვილი საგამოცდო ტესტის ვერსიაც შეავსოთ, აი აქ.

გამოიცანით ბავშვობის საყვარელი წიგნები ერთი ფრაზით

გმირები, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა განსაზღვრეს, ისევ ჩვენთან არიან და გვეხმარებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასოწარკვეთისას, დაბნეულობის და დეპრესიის დროს. ვინ იცის, უკვე ზრდასრულობაში რამდენი ადამიანი უხსნია სასოწარკვეთისგან პეპის თუნდაც ერთ ფრაზას: ,,სისულელეა, როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია”. ვინ იცის, რამდენჯერ წასულხართ უგემრიელესი ნამცხვრებით სავსე საკონდიტროში და მსუყე ტორტის ნაჭრის შემდეგ ბიჭუნას უკვდავი შეძახილი …

იცი, რა ხდება შენ ირგვლივ? | ტესტი

„ბათუმელები“ გთავაზობთ ტესტს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად და გასახსენებლად. გაიგე, რამდენად ინფორმირებული ხარ იმ ყველაფერზე, რაც ხდება გარშემო და გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე. შედეგები გაგვიზიარე კომენტარებში.  

შეამოწმე, როგორ გესმის კახური დიალექტი

კახურ დიალექტში შიგნიკახურ, გარეკახურ და ქიზიყურ კილოკავებს განასხვავებენ. ქიზიყური დიალექტი განსაკუთრებით საინტერესოა, ბევრი სიტყვის ამოცნობა რთულია და ოდნავადაც არ ჰგავს ჟღერადობით ლიტერატურულ შესატყვისს. შეავსე ტესტი და შეამოწმე, როგორ გესმის კახელების.  

შეამოწმე, როგორ იცნობ ტურისტულ ადგილებს საქართველოში [ტესტი]

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. წელს, როგორც მოსალოდნელია, ძირითადი მიმართულება შიდა ტურიზმი იქნება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებას როცა გეგმავ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ უფლისციხეც კი არ გინახავს, მიუხედავად იმისა, რომ გორის გზატკეცილიდან 15 წუთის სავალზეა ან ოკაცეს კანიონიდანაც არ გადმოგიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი ჩვენგანი არ ყოფილა სადღაც, ძალიან ცნობილ ადგილას, სადაც ყველა დანარჩენი თითქოს ნამყოფია. ამის მოგვარება …

იცანი როკვარსკვლავი ბავშვობის ფოტოზე

როგორები იყვნენ როკვარსკვლავები ბავშვობაში? მიკ ჯაგერს გაარჩევდით ბავშვობის ფოტოზე სტივ ტაილერისგან? ჯონი როტენი ბავშვობაშიც ისეთივე გიჟი იყო როგორც მერე, ლონდონის სარდაფების სცენაზე ატრიალებდა თვალებს? თურმე სულაც არა. გახამებული პერანგი ეცვა და ჰალსტუხიც ეკეთა. დანარჩენები როგორები იყვნენ? როგორები და ასეთები:   მთავარ ფოტოზე: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

როგორ გახსოვს კარანტინამდელი ხმები? [ტესტი]

COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ფიზიკურმა დისტანცირებამ და კარანტინმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. შეამოწმე, როგორ გახსოვს ერთ დროს თითქოს უმნიშვნელო ხმები.

შეამოწმე, შეგიძლია თავიდან აირიდო კორონავირუსი? [ტესტი]

შეავსე ტესტი და გაიგე რა შანსი გაქვს თავიდან აირიდო კორონავირუსით დაინფიცირება. გახსოვდეს, რომ პირბადის, დამცავი ფარის და რეზინის ხელთათმანების სწორად გამოყენება გარეთ გასვლისას, ხელების საპნით დაბანა ხშირად და დეზინფექცია მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს. საბოლოო პასუხს თქვენს მიერ გაცემული პასუხების მიხედვით ტესტის დასასრულს ნახავთ. მთავარზე – მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

შეამოწმე, როგორ იცნობ ოლიმპოელ ღმერთებს [ქვიზი]

ბერძნულ მითოლოგიაში ჰერა რომ ეჭვიანი ქალღმერთია, დიონისე თრობის ღვთაებაა და პანს კუდი და ჩლიქები აქვს, ყველას გვახსოვს. შეავსე ტესტი და გაიხსენე მეტი დიდ ოლიმპოელ ღმერთებზე, რომლებიც, სიმართლე უნდა ითქვას, ხშირად სულაც არ იქცევიან ღმერთებივით, ეჭვიანობენ, ბრაზდებიან, ეგოისტობენ და ერთმანეთს ხანდახან ოლიმპოდანაც კი ისვრიან.

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმს [ტესტი]

პიაცამდე შეიძლება ადვილად მიხვიდეთ, ეს ადგილი ყველამ იცის, მაგრამ ბათუმის გარეუბნებში ყოფილხართ? დაკვირვებიხართ ქალაქის ძველ შენობებს? ვინ არიან ადამიანები, ვინც ბათუმი აქციეს ისეთ ქალაქად, როგორიც ახლაა? გახსოვთ ფილმები, რომლებიც ამ ქალაქში გადაიღეს? შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ, როგორ იცნობთ ბათუმს, რა გაკავშირებთ მასთან, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე უკეთ იცით, მაგრამ მაინც.

შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმის ქუჩებს

არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს დადიხარ ფეხით, თუ მანქანით გადაადგილებას არჩევ, დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობ, თუ ზაფხულობით ისვენებ ხოლმე –  ვინც არ უნდა იყო, ეს ტესტი შენთვისაა და დაგეხმარება გაიხსენო ბათუმის ქუჩები, რომლებიც ფოტოებიდან აუცილებლად გეცნობა.

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გუშინ, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გააკეთე ტესტი და კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი მაესტროს შემოქმედებას.  

ხარ თუ არა მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის [ტესტი]

დამოუკიდებლობა ბევრი სხვადასხვა უნარის ნელ-ნელა განვითარებას გულისხმობს. დილით ყავას თუ თავად იმზადებთ, საწოლს ალაგებთ და კვერცხსაც თავად იწვავთ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ რა გჭირდებათ სრული დამოუკიდებლობისთვის.

როგორ იცნობ აჭარულ სამზარეულოს? [ტესტი]

აჭარულ კერძებს ხშირად უცნაური დასახელებები აქვს და მხოლოდ სახელით რთულია მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი, რათა უკეთ გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ვიზუალი გემოს დაუკავშიროთ.

გესმით თუ არა აჭარული დიალექტი? | ტესტი

ამ გასართობ ტესტში ზოგი რამ შესაძლოა ნაცნობი აღმოჩნდეს, ზოგიერთ გამოთქმას კი უკვე აჭარაშიც იშვიათად შეხვდებით. შეგიძლიათ ეს ტესტიც სცადოთ: შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]

შეამოწმე რას (არ)გატყუებს თვალი [ტესტი]

შეამოწმეთ როგორ დააღწევთ თავს ოპტიკურ ილუზიას და გამოიცანით რა ჩანს სურათებზე სინამდვილეში.  

შეამოწმე, როგორ იცნობ აჭარულ ვირუსულ ვიდეოებს | ტესტი

სხვადასხვა დროს აჭარაში გადაღებული არაერთი კადრი იქცა ეგრეთ წოდებულ ვირუსულ ვიდეოდ, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ბევრი ფრაზა, რაც ტესტში გვაქვს გამოყენებული, ამ კადრებში ისმის. შეამოწმეთ, რამდენად ზუსტად გახსოვთ ეს ვიდეოები და გაერთეთ.

გამოიცანი, რომელი სიტყვაა უცხოური წარმოშობის [ტესტი]

ნებისმიერ ენაში გვხვდება უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები, რომლებიც დროთა განმავლობაში ისე ბუნებრივი ხდება ენისათვის, რომ ვერც იფიქრებთ მათ უცხოურ წარმოშობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ქართული ენაა. ბევრი სიტყვა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, უცხო ენებიდან შემოვიდა. შეგიძლიათ გამოიცნოთ ათი ასეთი სიტყვა?

შეგიძლია გამოიცნო სიტყვები სულხან-საბას ლექსიკონიდან? [ტესტი]

შეამოწმე, ინტუიციის დახმარებით და ჟღერადობით გამოიცნობ თუ არა ძველ ქართულ სიტყვებს სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან”. ლექსიკონი ავტორმა 1685 – 1716 წლებში შეადგინა იმ დროისთვის უახლესი მეთოდით. „სიტყვის კონაში” მან იმდროინდელ ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში გავრცელებული სიტყვები ასახა. გააცოცხლე ძველი ქართული და გაიგე, რას რა ერქვა მეჩვიდმეტე საუკუნეში.

დაიკარგები თუ არა აჭარაში [ტესტი]

გამოიცანი ფოტოებზე მოცემული ადგილების სახელები და მდებარეობა, შეამოწმე დაიკარგებოდი თუ არა აჭარაში.

ჯანმოს ტესტი ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე [quiz]

12-18 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ტარდება. კვირეული 2015 წლიდან იმართება. საქართველო თავიდანვე შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. ვრცლად ამ თემაზე: რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

გაიგე, რისი შეცვლა შეუძლია ახალ პრეზიდენტს საქართველოში [ტესტი]

შეავსე ტესტი და შეამოწმე რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს. გაიგე, რისი შეცვლა შეეძლება უშუალოდ მას და რისი არა.

ვის ირჩევ პრეზიდენტად – ტესტი პროგრამების მიხედვით

ერთ კვირაში საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. „ბათუმელები“ გთავაზობთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოკლედ გაეცნოთ პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატის მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და არჩევანი გააკეთოთ მხოლოდ მათი პოზიციის მიხედვით. მაშ ასე, გაეცანით კანდიდატების ხედვას, მიეცით ხმა თქვენთვის უფრო მისაღებ მოსაზრებას და შეამოწმეთ, ემთხვევა თუ არა ტესტის პასუხი არჩევანს, რომელსაც 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების დღეს გააკეთებთ. _______________________ …

გამოიცანი რომელი ქვეყანა რა დევიზს ატარებს [ტესტი]

ყველა ქვეყანას საკუთარი დევიზი აქვს, შეავსე ტესტი და  შეეცადე გამოიცნო, რომელი დევიზი რომელ ქვეყანას ეკუთვნის.

რამდენად კარგად გახსოვს 80-იანების ჰიტები [ტესტი]

ამავე თემაზე: როგორ გახსოვს 90-იანების მუსიკა? [ტესტი] გამოიცანი ფილმი საუნდტრეკით [ტესტი]

Exit mobile version