საქართველოში რუსეთის მხოლოდ 37 715 მოქალაქეა? – მკვლევარი აღწერის ახალ შედეგზე

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან რუსეთის 37 715 მოქალაქეა – ეს საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია. რამდენად რეალურია საყოველთაო აღწერის შედეგები, როცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმსა და თბილისში რუსების განსაკუთრებულ სიმრავლეს ყველა ამჩნევს? მოსახლეობის საყოველთა აღწერის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთის 7620 მოქალაქე იყო. 10 წლის განმავლობაში …

აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მაჩვენებლების თანახმად, აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში. 2025 წელს …

საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] …

როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?

„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ? სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი …

მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 8.4 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 …

რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში – 23 კორპუსის მონაცემი

„კომუნიკაციას ვახერხებთ, ვცდილობთ, შევასწავლოთ ქართული, თუ ვერ იგებს, უნდა გააგებიო, როგორმე, რა უნდა ქნა?“ – ამბობს ბათუმელი გიგა ქამადაძე. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა და ამხანაგობის შეკრებებზე თანამობინადრე რუსეთის მოქალაქეების აზრის მოსმენა, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდება რუსულ ენაზე უწევს. ამ მისამართზე მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის, აჩიკო კახაძის თქმით კი, მათ კორპუსში, ბინის …

რა ღირს 1 აუცრელი პაციენტის მკურნალობა? – დეპუტატის კითხვა საქსტატის დირექტორს

დღეს, 16 თებერვალს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს გოგიტა თოდრაძეს პარლამენტში მოსმენისას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა აღნიშნული სამსახური სტატისტიკას, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი არავაქცინირებული პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში. „პანდემიის პირობებში, როცა ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდნილია და უმძიმესი სიტუაციაა, სადაც  პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებს და ბოლო განცხადება განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო, ასეთ პირობებში, ხომ არ აწარმოებთ სტატისტიკას, რა …

ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

„იმპორტშიც გაზრდილია იგივე მონაცემები, რაც ექსპორტში, ანუ რაც გაგვაქვს საზღვარგარეთ, შემოტანილია საქართველოში,“ – გვითხრა ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები? ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელია მაღალი და ადგილობრივი წარმოება ისევ ვერ ვითარდება. ეს მთავარი მიზეზებია, რის გამოც ექსპორტის ზრდას ადამიანები საკუთარ ჯიბეებზე …

Exit mobile version