როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, …

ქაღალდის პარკების საამქრო და სხვა საწარმოები ყოფილი პატიმრებისთვის

გურიასა და იმერეთში გაზაფხულიდან ოთხი სოციალური საწარმო გაიხსნება, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან. იდეა რეალობად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტმა უნდა აქციოს. საწარმოები მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული და შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც ყოფილი პატიმრები არიან, მათთვის, ვისაც დასაქმება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად …

„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ. „ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც …

ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოში ფსიქიატრიული კლინიკის 12 პაციენტი იქნება დასაქმებული. ისინი ძირითადად პურ-ფუნთუშეულს, ასევე ტკბილეულს დაამზადებენ. სოციალური საწარმოს სახელია: „ადამიანები მოქმედებაში“. სოციალური საწარმოს მოსაწყობად „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ გრანტი შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მოიგო. ეს ორგანიზაცია მართავს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების გარდა, საწარმოში მუდმივად იმუშავებს 2 მზარეული, შრომითი თერაპიის …

Exit mobile version