„ის, რაც გვაქვს საქართველოში, სომხეთში, კავკასიაში, თითქმის აღარსად აღარაა: ელემენტარული სითბო, ჩვენი ჩახუტება, კაი სალამი,“ – არტურ ოგანესიანს, აჭარაში სომხური დიასპორის პრესმდივანს, ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებს ჯერ კიდევ გადარჩენილ იტალიურ ეზოში შევყავართ. არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ ამ ეზოში მის ბავშვობაში შვიდი სხვადასხვა ეროვნების 18 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი, ეზოს მხოლოდ ქართული და …
Tag Archives: სომხური დიასპორა
სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის
„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც. ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, …
Continue reading “სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის”
სომხური დიასპორა ბათუმში 21 აპრილს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]
სომხური სამოციქულო ეკლესია კვირას, 21 აპრილს, ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს, 20 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიწყო. ეკლესიაში ბათუმში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლებია შეკრებილნი. ლიტურგია დღეს, საღამოს 11 საათისთვის დამთავრდება და კვირას, დილის 11 საათზე განახლდება. დილის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიასპორის წარმომადგენლები ბათუმში სომხური დიასპორის ცენტრში შეიკრიბებიან, სადაც სააღდგომო ღონისძიება გაიმართება. …
Continue reading “სომხური დიასპორა ბათუმში 21 აპრილს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]”
ბათუმში სუმგაიტის ტრაგედია გაიხსენეს
ბათუმში მცხოვრებმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს, 25 თებერვალს, 1988 წელს აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაიტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, როცა ეთნოკონფლიქტის დროს ქალაქში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაიღუპა. პანაშვიდი ბათუმის სომხურ ეკლესიასთან გაიმართა. საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სუმგაიტში სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა – 100, დარბეული იქნა 200 ბინა, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით მსხვერპლი გაცილებით დიდი …
როგორ ცხოვრობენ სომხები ბათუმში
ბათუმში სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე სომეხი ცხოვრობს. მულტიკულტურული ქალაქის ნიშა ბათუმმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს მოიპოვა, როცა ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ქალაქიც ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბათუმში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და კულტურულ ცხოვრებაში. სომხურ თემს ბათუმის საკრებულოში ხმოსნებიც ჰყავდა. ცნობილი სომეხი კომერსანტი და …
ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით
31 ივლისს, 20:00 საათიდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები. კოლონადებთან მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები. უკრაინული …
Continue reading “ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით”
ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
5 დეკემბერს ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ალექსანდრე მანთაშევი ცნობილი სომეხი კომერსანტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ბათუმშიც ფლობდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. საბავშვო ცენტრში, რომელიც ბაღისა და სომხური ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გარდა, ახალგაზრდულ განყოფილებასაც მოიცავს, ახალგაზრდებს შეეძლებათ შეისწავლონ მუსიკა და ცეკვა. ცენტრში ასევე იმოქმედებს დეკლამაციის წრეები, ჩატარდება ელექტრონული მედიის გაკვეთილები. გარდა ამისა …
Continue reading “ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა”