აჭარაში 20 საჯარო სკოლა ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით აღიჭურვა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით უზრუნველყოფას. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეს, პრაქტიკული, რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები. 2020 წელს 10 საჯარო …

რატომ ვერ იყიდა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 სკოლისთვის ლაბორატორია

აჭარის განათლების სამინისტრომ ხუთი საჯარო სკოლისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ 100 ათასი ლარია. ანალოგიურ შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა. ამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნიუ ლაბი“-მ დააფიქსირა – 64 800 ლარი. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ეს კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა კომპანიამ [„ჯეო …

აჭარაში ათი სკოლისთვის ფიზიკის ელექტრონულ ლაბორატორიას სამინისტრო ტენდერით იყიდის

საჯარო სკოლებისთვის „ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით“ აჭარის განათლების სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას გეგმავს. ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო თანხა კი 50 ათასი ლარია. ელექტრონულ პროგრამებს სამინისტრო ქალაქ ბათუმის N1, N6, N13, N15, N16 და N20, ასევე, ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის ყიდულობს. „ელექტრონული ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლე …

სამინისტრო სკოლებისთვის ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამების შეძენას გეგმავს

ვირტუალური ლაბორატორიის ელექტრონული პროგრამების გამარტივებული წესით შეძენაზე, შეშესყიდვების სააგენტომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი უთხრა. ათი საჯარო სკოლისთვის პროგრამების ტენდერის გარეშე შესაძენად სამინისტროს 50 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას ქალაქ ბათუმის N20, N6, N13, N1, N16, N15, ასევე ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის …

სკოლები აჭარაში, რომლებსაც ლაბორატორიებს შეუძენენ – 100 ათასი ლარის ტენდერი

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობისთვს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ლაბორატორიის თითო ეგზემპლარს მიიღებენ შემდეგი საჯარო სკოლები: [checklist] ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა; დაბა ხულოს საჯარო სკოლა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა; ქალაქ …

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა. დათო …

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე …

ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …

Exit mobile version