ბაზარზე 40-დან 23 დასახელების სათამაშო ხარისხს ვერ აკმაყოფილებს

ზედამხედველობის სააგენტომ 2021 წლის დეკემბერში ბაზარზე არსებული სათამაშოებისა და სამშენებლო მასალების ხარისხი შეისწავლა. მონიტორინგის მასალების მიხედვით, შემოწმდა 15 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე შემოტანილი 40 დასახელების სათამაშო, აქედან 23 დასახელების სათამაშოში აღმოჩნდა შეუსაბამობები. „აღნიშნულ სათამაშოებზე გამოიცა რეალიზაციის შეჩერების დადგენილება. გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ეკონომიკური ოპერატორები აღარ ახორციელებდნენ შეუსაბამო პროდუქტების რეალიზაციას“, – წერს …

სამშენებლო მასალების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა მთავრობამ 2 თვით შეაჩერა

საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების ხარისხი 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 21 ნოემბერს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მთავრობამ 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა. რეგლამენტის მოთხოვნების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს კი, მთავრობამ დადგენილებაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის განისაზღვრა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 30 …

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება

საქრთველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი 15 ნოემბრიდან უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს. სტანდარტების დასახელებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაადგენს. „სხვადასხვა სტანდარტები ძირითადად დადგენილია და დღეს არის არჩევანის საშუალება – შეგიძლია ამა თუ იმ სტანდარტის …

Exit mobile version