რატომ უბრუნებს სტუდენტების ნაწილს ბსუ 500 ლარს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის საფასური 500 ლარით შეამცირა – სტუდენტების თქმით, ბსუ-მ ამის შესახებ მათ უკვე აცნობა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით 500 ლარს [რაც წელს გააუქმეს] ისე ახდევინებდნენ, რომ უნივერსიტეტს ამაზე ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა. სწავლის მომატებული გადასახადის მოკვლევის მიზნით, განათლების …

ეიფელის სტიპენდია 2020 – მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ეიფელის სტიპენდიაზე 2020 წლისთვის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბერში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას. ინსტიტუტის ინფორმაციით, ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და …

რა შემთხვევაში შეიძლება ისწავლოთ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან მაგისტრატურის პროგრამებზე

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ  შეიმუშაონ ბაკალავრიატის  სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამები, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით, აკრედიტაციასთან დაკავშირებით არც ერთ უნივერსიტეტს განაცხადი არ გაუკეთებია. რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო წლის შემცირება და რა შემთხვევაში არა – ამის თაობაზე „ბათუმელები“ცენტრის …

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო. სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. ვადის ამოწურვის შემდეგ …

განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა

უნივერსიტეტების უმრავლესობამ განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააერთიანა. როგორც ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე გვეუბნება,  განათლების ინტეგრირებულ  პროგრამაზე სწავლა ხუთწლიანია და კურსდამთავრებული განათლების მაგისტრის ხარისხს აიღებს. „სპეციალობაში კი მითითებული ექნება  0-დან 4 კლასის ჩათვლით  ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი, …

Exit mobile version