ედისონის ცენტრი 4 ოქტომბერს ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას გამართავს

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრმა ოპერირება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია. კონფერენცია ორ ეტაპად – პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. ღონისძიებას ლატვიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ენერგეტიკოსთა ასოციაციის ექსპერტები გაუძღვებიან. ბათუმის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ პრობლემური თემები იქნება. …

6 წლამდე ყალიბდება ის, რაც არის ადამიანის ფუნდამენტი – თამარ გაგოშიძე კონფერენციაზე

რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბავშვის ადრეული განათლება მისი შემდგომი პიროვნული განვითარებისთვის? – ამ თემაზე დღეს, 2 ივნისს,  ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ  ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ბავშვის ადრეული განათლებისა და ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. კონფერენციას ესწრებოდნენ ამ სფეროს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. „მე არ ვარ განათლების ექსპერტი, მე ვარ ნეირომეცნიერი, ამიტომ ამ საკითხს ვუყურებ როგორც ნეირომეცნიერი. …

„ჩვენ არ გვინდა ფაშიზმი, გვინდა ევროპა“ – გზავნილები აქციიდან

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“, „თავისუფალი მედია – თავისუფალი საზოგადოება“, „არა ავტორიტარიზმს“  – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს. რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა, მათ შორის იყო ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერი: „როგორც იცით, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ გაუგზავნა მიმართვა ბატონ  …

„უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“ – საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ ჩატარდება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ორგანიზებით 20 ივნისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში”. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ცნობიერების ამაღლება უცხო ენების მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიურ პერსონალის გარდა სტუდენტებსაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანი თარიღები: [checklist] 2020 წლის 20 მაისი- რეგისტრაციის ბოლო დღე …

სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

„სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“ მონაწილეობის მისაღებად საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია გამოცხადდა. „სკოლის მართვისა და ლიდერობის მეორე საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდება 2018 წლის 22-23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების …

საერთაშორისო კონფერენცია მასწავლებლებისთვის

ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათმატიკის, ინგლისურის ან გეოგრაფიის VII-XII კლასების მასწავლებლებს შესაძლებლობ აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას. ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა სახლი ავრცელებს. კონფერენცია  2018 წლის 9 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. კონფერენციის ხანგრძლივობა 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. კონფერენცია იმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქარველოს  „მასწავლებელთა და …

როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი

პედაგოგები, რომელთაც ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაზე – eTwinning Plus–ი. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პედაგოგებსაც, რომლებმაც უცხო ენა არ იციან. პროექტში ჩართული პედაგოგები მოიპოვებენ დამატებით კრედიტქულებს სქემის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და მიიღებენ ევროპული ხარისხის ნიშანს. პროექტის კოორდინატორი ხატია …

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 14 ივნისს, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად: „განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი …

Exit mobile version