სადეზინფექციო სითხეების ფალსიფიკაცია – ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები თბილისში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებებს და ყიდდნენ. საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების …

სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ამზადებდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებებს, აფასოებდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის …

„ალო ჰიგიენა“ დეზინფექციის ჩატარებას სააქციო ფასად გთავაზობთ

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საჭირო გახდა ხშირი დეზინფექციის ჩატარება დახურულ სივრცეებში. ამიტომ კომპანია „ალო ჰიგიენამ“ დაიწყო ფასდაკლების აქცია, რათა ჩვენი მომსახურება ყველა ორგანიზაციისა და კერძო პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციოდ გამოიყენება ის ქიმიური მინარევები, რომლებიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენი კომპანია …

„სქროლის“ სკუტერები „სეიფსეპტის“ სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვეს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით,  ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა. ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეპტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვა. „სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი …

საბიუჯეტო ორგანიზაციები 4,3 მილიონი ლარის ხსნარს, ნიღაბსა და თერმომეტრს შეისყიდიან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ხელის სადეზინფექციო საშუალებების, დეზობარიერების, უკონტაქტო თერმომეტრებისა და ნიღბების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში, 4 372 151 ლარია. აქედან: [checklist] ხელის სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად, მაქსიმუმ, 3 394 000 ლარი დაიხარჯება; დეზობარიერების შესაძენად – 197 600 ლარი; უკონტაქტო თერმომეტრების შესაძენად – …

კომპანიამ ქობულეთში ალკოჰოლური სასმელების წარმოება სადეზინფექციო ხსნარით ჩაანაცვლა

შპს „პარკ გიდამ“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ალკოჰოლური სასმელებით ოპერირებს, საწარმოო ხაზი შეცვალა. კომპანიამ მარტის დასაწყისიდან ალკოჰოლური სასმელების წარმოება შეწყვიტა და საწარმო  სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებლად გადააწყო  [ეს საწარმო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს]. პროდუქტმა შესაბამისი შემოწმება გაიარა და სერტიფიკატიც მიიღო. ვარგისიანობას აკრედიტებული  ლაბორატორია  „ნორვა“ აკონტროლებს. სადეზინფექციო საშუალებები მარკეტებში უკვე შეიტანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხსნარს ოფიციალურად …

Exit mobile version