სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?

„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ. „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე …

რატომ შეჩერდა ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში – 2 განსხვავებული პასუხი

„მიმართვიანობა არის ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა დღეს, 20 მარტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შეჩერების შესახებ ჰკითხეს. გუშინ, 19 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდებოდა ვაქცინაცია. რას ნიშნავს ჯანდაცვის უწყების ორი თანამდებობის პირის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები? – კითხვით …

ბათუმში 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლენილი 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე განცხადებით, სხვა ახალი შემთხვევები უკავშირდება ბათუმში გამოვლენილ, ცნობილ კლასტერებს. მათ შორის „ხოფის“ ბაზრობას უკავშირდება 4 ახალი შემთხვევა, 2 – „დონას“ კლასტერს, 2 – მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსს“. არის იმპორტირებული 4 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სატვირთო …

ტესტირების პასუხს 3 დღე სჭირდება, მანამდე სავალდებულოა თვითიზოლაცია – რუსუდან შავიშვილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა დღეს, 10 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად გაიზარდა პასუხის მიღების დრო და ტესტირების შედეგი უკვე სამი დღის შემდეგ ხდება ცნობილი. „თავდაპირველად, როცა დავიწყეთ ჩვენ გარე ტესტირებები, მაშინ პირს, რომელიც იკეთებდა ტესტს, ვეუბნებოდით, რომ ის 24 საათის განმავლობაში მიიღებდა პასუხს, მაგრამ გაიზარდა ტესტირებაზე მიმართვიანობა. მართალია, გავზარდეთ ლაბორატორიული …

ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა, დადასტურებულია 5 შემთხვევა

ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა. აქ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია და სავარაუდოდ ისინი ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდებიან. „შეაჩერა მუშაობა, რა თქმა უნდა. შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად იტესტება სამშობიარო. არც ერთი მელოგინე, არც ერთი ბავშვი აღარ არის უკვე სამშობიაროში… “ – ამბობს რუსუდან …

ქობულეთში covid 19 სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა – 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის …

გრიპის ნიშნები გაქვთ? – უმჯობესია სახლში დარჩეთ

გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიულმა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა გასულ კვირასთან შედარებით იკლო – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები გრიპის სეზონის მესამე კალენდარულ კვირას. „აჭარაში წელს ძირითადად ცირკულირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, გვხვდება A ტიპის ვირუსიც, რომელიც არ ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით. რთული და რეანიმაციული შემთხვევები არ არის. ჯერჯერობით, მცირე, მაგრამ კლების ტენდენცია გვაქვს. თუ შევადარებთ გასული …

„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ქობულეთში, სოფელ შუაღელეში კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა კრაზანის ნაკბენი, არამედ ინფარქტი გახდა. „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგი. იყო გამოძახება, რომ კაცი დაკბინა კრაზანამ, მაგრამ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა ბოსტანში. ექიმებმა გარდაცვლილის ცხედარი შეამოწმეს და გარეგნული დათვალიერებით დაკბენის …

დღეის მდგომარეობით აჭარაში გრიპის ვირუსით სტაციონარებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარობით, სატაციონარებში გრიპის ვირუსით 200-მდე პაციენტი მკურნალობს, ოცამდე პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ეს ციფრი დინამიურია, გარდა ამისა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ იკლო, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. იგივე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოშიც. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მშობლები პრევენციის მიზნით ინტენსიურად მიმართავენ საავადმყოფოებს, თუმცა მიმართვიანობის ყველა შემთხვევაში გრიპის …

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. „პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი …

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

ახალი ხელმძღვანელი დღეს, 3 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე  ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელად აქამდე ნინო ნიჟარაძე მუშაობდა, აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წლებში იყო „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის …

რუსუდან შავიშვილი: ვადასტურებ, დავინიშნე მინისტრის მოადგილედ

აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი ინიშნება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის დანიშნული მინისტრის პირველი მოადგილე. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას „დღეს შესთავაზა მინისტრმა ეს თანამდებობა და თანხმობაც განაცხადა“. „ალბათ …

Exit mobile version