რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში, რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ზოიძემ დღეს დაიწყო ოლიმპიადაზე ასპარეზობა. მან მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდა და დამარცხდა. ზოიძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია, არის …

რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია

რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო. ნახევარფინალში ზოიძე ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდება. ___________  ფოტო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ანზორ ლაზიშვილი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პროტესტის ფონზე გახდა

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ანზორ ლაზიშვილი გახდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ანზორ ლაზიშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, კენჭისყრაში, 34 დელეგატიდან მონაწილეობდა 30 დელეგატი და მათგან 26-მა ლაზიშვილს დაუჭირა  მხარი. ანზორ ლაზიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დელეგატების დაკომპლექტების წესი მას არ შეუცვლია და ეს წესი მოქმედებს 2012 წლიდან. უკმაყოფილო სპორტსმენები აცხადებენ, რომ …

მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს, რამაზ ზოიძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა 

ბუქარესტში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რუმინელ მეტოქეს, ნიკუ სამუელ ოჯოგს სძლია. ბოლქვაძე 3:0-ს აგებდა, მაგრამ 30 წამით ადრე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ადგილობრივმა სპორტსმენმა, რამაზ ზოიძემ (72 კგ) მოიპოვა ვერცხლის მედალი. რამაზ ზოიძემ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება …

ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია

სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია. ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის …

20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს. რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა …

რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

 22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში,  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.    

Exit mobile version