პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს

ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა. ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ …

წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე

აზეირბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულია, თარჯიმნის და ადვოკატის გამოყოფას ითხოვს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მის თხოვნას აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. „მე, ელჯან მუსაიევ ეთბაროღლუ, ვარ აზეირბაიჯანის მოქალაქე, რადგან არც ქართულად ვიცი და არც რუსულად წერა, თხოვნით ჩემი თანამესაკნე წერს ჩემი კარნახით. მოგმართავთ, როგორც თქვენ, ასევე აზეირბაიჯანის საელჩოს, რამდენი ხანია ვითხოვ თარჯიმანს, მაგრამ არანაირი ყურადღება, …

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს

„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ …

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ასმათ გოდერძიშვილის საჩივარი განიხილა. ის სასამართლოს მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენის მიღებას ითხოვს. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოქალაქის საჩივარს. ასმათ გოდერძიშვილი პატიმრობაში მყოფი გიორგი ოქროპირიძის დედაა. ამბობს, რომ მისი შვილი ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და ამაში მონაწილეობდა მინდია მალაყმაძე, რომელიც ამჟამად შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელია. მინდია …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ

პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის. “გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი. რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს …

პატიმრის საკონსტიტუციო სარჩელი ციხიდან

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ის “პატიმრობის შესახებ კოდექსის” იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ხანგრძლივი პაემნის უფლებას არ აძლევს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებული რეჟიმის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. „მოსარჩელის დასაბუთება ეყრდნობა „საქართველოს კონსტიტუციის” მე-16 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ყველა პიროვნებას აქვს თავისუფალი განვითარების უფლება, ასევე …

Exit mobile version